თამაშგარე

23:21 | 24.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

კოლკერი ყველის მოპარვისთვის დააკავეს

"ქუინზ პარკ რეინჯერსის" მცველი სტივენ კოლკერი სუპერმარკეტში ყველის მოპარვისთვის პოლიციამ დააკავა. როგორც აღმოჩნდა, თავად ფეხბურთელს პროდუქტის საფასურის გადახდა დაავიწყდა და სუპერმარკეტის თანამშრომლებმა უმალვე პოლიციას მიმართეს. კოლკერს შენობის დატოვების დროს გახსენებია, რომ ფული არ გადაიხადა და უკან მიბრუნებულს პოლიცია დახვდა.

პოლიციამ მართალია ფეხბურთელს ბორკილები დაადო, მაგრამ კოლკერი მალევე გაანთავისუფლა. როგორც ერთ-ერთი სამართალდამცავი აღნიშნავს, დანაშაულს ადგილი არ ჰქონია და სუპერმარკეტის თანამშრომლები ზედმეტად აღელდნენ.

სუპერმარკეტის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ აღნიშნული პრობლემა კოლკერთან სუპერმარკეტშივე მოგვარდა.

როგორ შეიძლება დააბრალო ადამიანს ყველის მოპარვა, რომელიც 1.85 გირვანქა ღირს. ამავდროულად, კოლკერს ხელფასი კვირაში 42 000 გირვანქა აქვს. შესაძლოა, მცველი ფიქრებში იყო გართული, მაგრამ აწი იგი უფრო მობილიზებული ივლის.  

გიორგი ბალახაძე

0.117599