აზერბაიჯანის ფეხბურთის ფედერაციათა ასოციაციის სადისციპლინო კომიტეტმა, ბაქოს “ინტერის” მთავარი მწვრთნელი კახა ცხადაძე დასაჯა.
აზერბაიჯანის პრემიერლიგის მე-6 ტურში, “ნეფთჩი” –“ინტერის” დაპირისპირების (3:1) 76-ე წუთზე, ცხადაძე ე.წ. “ტექნიკური ზონიდან” გააძევეს, რადგან ამ ზონაში ყოფნის წესები დაარღვია. ამისთვის, ქართველ მწვრთნელს ერთმატჩიანი დისკვალიფიკაცია განუსაზღვრეს, ხოლო კლუბს 1000-მანათიანი ჯარიმა დააკისრეს.
ხსენებული მატჩის მერე, ცხადაძე პრესკონფერენციაზე არ გამოცხადდა, რაც მიმდინარე სეზონში მეორედ მოხდა და “ინტერი” დამატებით 2000 მანათს გადაიხდის.