ფეხბურთი

18:22 | 9.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

კასორლა “არსენალიდან” წასვლას არ გამორიცხავს

“არსენალის” ესპანელი შემტევი სანტი კასორლა, ტიტულების სანაცვლოდ, ლონდონური კლუბის დატოვებაზე თანახმაა.

“ტიტულების მოგება მინდა. “არსენალში” სწორედ ამ მიზნით მოვედი. ჯილდოების მოგება ყველა ფეხბურთელს სურს, მაგრამ ჩვენს გუნდს უკვე დიდი ხანია არაფერი მოუგია. თუ მომავალშიც ასე გაგრძელდება, სხვაგან გადასვლის ვარიანტს განვიხილავ, სადაც ტიტულების მოგება შესაძლებელი იქნება.

ჩემს კონტრაქტს ვადა 2 წლის შემდეგ გასდის და არ მინდა რომელიმე გუნდს კარი დავუხურო. როდესაც 31 წლის ვიქნები, კარიერის გაგრძელების საუკეთესო ვარიანტს ავირჩევ. რა თქმა უნდა, ესპანეთში სიამოვნებით დავბრუნდებოდი.” – აცხადებს 29 წლის ფეხბურთელი.

0.119275