ფეხბურთი

18:38 | 4.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

კასილიასს “რეალში” 40 წლამდე თამაში უნდა

იკერ კასილიასს მადრიდის “რეალში” თამაში 40 წლამდე სურს.

“მე თამაში 40 წლამდე შემიძლია. თუ მეკარე ფრთხილად იქნება, ძალიან დიდ ხანს ითამაშებს. “რეალში” დარჩენა 40 წლამდე მსურს. თუმცა, დადგება მომენტი, როდესაც ამის განხორციელება შეუძლებელი იქნება. ტიტულების მოგება ძალიან მსურს. არაჩვეულებრივი გრძნობაა, როდესაც ტიტულებს იგებ და “ფანებთან” ერთად ზეიმობ. სიმართლე რომ ითქვას, მე უკვე ვფიქრობ პენსიაზე გასვლის შემდეგ რას გავაკეთებ. მსურს ისევ ფეხბურთში ვიყო და დავრჩე კლუბში თუ საჭირო იქნება” – იუწყება კასილიასის სიტყვებს Goal.com-ი.

კასილიასი “რეალში” 1999 წლიდან გამოდის და განვლილ პერიოდში ყველა ტურნირში 669 მატჩი ჩაატარა.

0.118561