ფეხბურთი

15:03 | 3.04.2013 | ნანახია [] - ჯერ

კაშიამ გერმანული, ინგლისური და რუსული კლუბები დააინტერესა

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მცველმა და არნემის “ვიტესის” კაპიტანმა გურამ კაშიამ დაადასტურა, რომ მისი შეძენით სხვადასხვა ქვეყნის რამდენიმე კლუბია დაინტერესებული.

“ჩემი მენეჯერი პერიოდულად მეუბნება იმ კლუბების შესახებ, რომლებიც დაინტერესებულნი არიან. მართალია, ჯერ საქმე კონკრეტულ საუბრამდე არ მისულა, მაგრამ თუ რომელიმე კლუბი ზაფხულში ჩემს შეძენას მოინდომებს, უარი რატომ უნდა ვთქვა? ახლა არ დავაკონკრეტებ, თუმცა ეს გერმანული, ინგლისური და რუსული კლუბებია”, – იუწყება კაშიას სიტყვებს ჰოლანდიური გამოცემა Voetbal International-ი.

მიმდინარე სეზონში 25 წლის კაშიამ “ვიტესის” შემადაგენლობაში 28 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა.

0.129969