თუკი სასწაული არ მოხდა, უახლოეს დღეებში ნორვეგიელი დიდოტატი მაგნუს კარლსენი (2870) მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულს მოიპოვებს. სკანდინავიელმა მოჭადრაკემ მოქმედ ჩემპიონ ინდოელ ვიში ანანდს (2775) კიდევ ერთი პარტია მოუგო და პირველობისკენ უდიდესი ნაბიჯი გადადგა.
საჩემპიონო პაექრობის მე-9 რაუნდში კარლსენმა ანანდი შავი ფიგურებით 29-ე სვლაზე დაამარცხა და 6:3 დაწინაურდა. ამგვარად, დარჩენილ სამ პარტიაში მაგნუსს ტიტულის მოსაპოვებლად ნახევარი ქულის აღებაც ეყოფა, რაც არ უნდა გაუჭირდეს.
ინდოეთის ქალაქ ჩენაიში მიმდინარე საჩემპიონო მატჩის საპრიზო ფონდი მილიონ ევროს აჭარბებს, საიდანაც გამარჯვებული 60%-ს მიიღებს, დამარცხებულს კი, შესაბამისად, თანხის 40% ერგება.