ფეხბურთი

15:30 | 29.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

კარლო ანჩელოტი: “ბეილს ადაპტაციისთვის დრო სჭირდება’’

 

მადრიდის ,,რეალის’’ თავკაცმა კარლო ანჩელოტიმ გარეთ  ბეილის შესახებ ისაუბრა. ესპანურ რადიო ,,კადენა კოპესთან’’ საუბარში იტალიელმა მწვრთნელმა გულშემატკივრებს მოთმინებისკენ მოუწოდა, მისი აზრით ბეილს დრო სჭირდება გარემოსთან ადაპტირებისთვის.

,,ესპანეთში სულ სხვა საფეხბურთო გარემოა, ინგლისში სულ სხვა, ამასთან ეს ორი ქვეყანა ძალიან განსხვავდება, ფეხბურთელს კი გარემოსთან შეგუებისთვის დრო სჭირდება’’.

,,მართალია, ბეილის ბოლო მატჩებში საოცარი თამაში არ უჩვენებია, თუმცა ეს ლოგიკურია, როცა გადადიხარ სხვა კლუბში, ურთიერთობა გიწევს სხვა კულტურულ სივრცეში, ამ დროს პრობლემები ჩნდება, მათ გადასაჭრელად კი დროა საჭირო’’.

,,რაც შეეხება მის ამპლუას, ბეილს არ განვიხილავ მხოლოდ ბენზემას კონკურენტად, მას თამაში ფლანგებზეც შეუძლია’’ _ დასძინა იტალიელმა.

შეგახსენებთ, ბეილმა “სამეფო კლუბის” მაისურით ჩატარებულ 6 შეხვედრაში ერთი გოლისა და ამდენივე საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა.

დიმიტრი შარიქაძე

 

0.116234