კალათბურთი

14:18 | 7.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

კალათბურთელები ფეხბურთელებს ულოცავენ და სლოვენიასთან სათამაშოდ ემზადებიან

ლაშკოში მყოფი საქართველოს საკალათბურთო ნაკრების წევრები გულითადად ულოცავენ ეროვნულ  საფეხბურთო ნაკრებს საფრანგეთთან წარმატებულ მატჩს. ამის შესახებ დღეს კალათბურთის  ფედერაციის პრეზიდენტმა ბესიკ ლიპარტელიანმა გვითხრა. მან  აღნიშნა,რომ "საქართველოს  საფეხბურთო ნაკრებმა საფრანგეთთან სოლიდური  თამაში აჩვენა და ტიტულოვან გუნდთან კარგ შედეგს მიაღწია".  "საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ულოცავს ეროვნულ  საფეხბურთო გუნდს საფრანგეთთან წარმატებელ მატჩს და მომავალ შეხვედრაში ფინეთთან გამარჯვებას უსურვებს"-დასძინა ლიპარტელიანმა.

თავად კალათბურთელები კი სლოვენიასთან შეხვედრისათვის ემზადებიან,რომელიც დღეს გვიან საღამოს დაიწყება ცელიეში. არსებული მონაცემებით,მატჩზე ანშლაგი  იქნება. რასაკვირველია,მაყურებელთა უმრავლესობას მასპინძელი ქვეყნის ქომაგები შეადგენენ, თუმცა მოსალოდნელია,რომ საქართველოს ნაკრების ფანებიც აქტიურად უქომაგებენ ჩვენს გუნდს ცელიეში, ისევე, როგორც ეს პოლონეთთან და ხორვატიასთან იყო. შევიტყვეთ,რომ დღეს ცელიეში ქართველ ქომაგთა კიდევ რამდენიმე ჯგუფი ჩამოვა,მათ შორის, საქართველოდან და  აგრეთვე სლოვენიასთან ახლომდებარე ქვეყნებიდან. დღეს უქმე  დღეა და უფრო მეტ ქომაგს მიეცემა საშუალება ჩამოვიდეს ცელიეში და მხარი დაუჭიროს საქართველოს ნაკრებს. 

 

თენგიზ პაჭკორია,ლაშკო-ცელიე, სპეციალურად www.worldsport.ge-სთვის

ხათუნა გაბიტაშვილის ფოტოები

 

 

ევრობასკეტ-2013-ს წარმოგიდგენთ ონლაინ-ტოტალიზატორი TBILISIBET.COM და სპორტული ეკიპირების ესპანური ბრენდი Joma


0.410821