თამაშგარე

10:50 | 26.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

ჟოზემ ინგლისელი ჟურნალისტი გადარია

როდესაც ჟოზე მიურინიუ ინტერვიუს იძლევა, კაცი ყველაფერს უნდა მოელოდე მისგან და ჟოზეს პირიდან ამოსული ყოვლად წარმოუდგენელი ამბებიც არ უნდა გაგვიკვირდეს. რატომ? მარტივი პასუხია: ჟოზე მაურინიუა და იმიტომ!

მოურინიუ რომ ინგლისურ მედიას არ სწყალობს – ეს ცნობილი ამბავია. ამიტომ, მოურინიუსთან ინტერვიუ, კუნძულელ ჟურნალისტებში  განსაკუთრებულად ფასობს. ინგლისელ ჟურნალისტს, ვინმე იაკობ ბელესს მოუხერხებია და ჟოზესთან კარგა მოზრდილი ინტერვიუ ჩაუწერია.

ინტერვიუს ბოლოს კი უხიაგ პორტუგალიელს უთქვამს: “ხომ იცი, ჩემთან ინტერვიუ უბრალო ამბავი არაა და აბა ახლა ფული დაყაჭეო”. როგორც აღმოჩნდა, ჟოზეს ეს სიტყვები ხუმრობით უთქვამს, მაგრამ ჟურნალისტი ირწმუნება, ფულს როცა მთხოვდა, დარწმუნებული ვარ არ ხუმრობდაო. რას გაუგებ ამ გადარეულ ჟოზეს...

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 33
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.114904