სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ფეხბურთი

3:33 | 8.04.2013 | ნანახია [] - ჯერ

ჟონასის 3–ქულიანი

ესპანეთის პრიმერა დივიზიონის 30–ე ტურში, „ვალენსიამ“ „ვალიადოლიდს“ უმასპინძლა და დაძაბულ ორთაბრძოლაში გაიმარჯვა. „ღამურებმა“ თავიანთი ქომაგები გვარიანად ანერვიულეს, მაგრამ 3 ქულის მოპოვება მაინც შეძლეს.

პირველი ტაიმის მიწურულს, „ვალიადოლიდელმა“ მიკელ ბალენსიაგამ ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა, რისი წყალობითაც ვალენსიელები შესვენებაზე უპირატესობით გავიდნენ. მეორე ტაიმში, თანაგუნდელის შეცდომა ოსკარმა გამოასწორა, რომელიც ანტონიო რუკავინას დაბალ გადაცემას გამოეხმაურა და ძლიერი დარტყმით აიღო მასპინძელთა კარი – 1:1.

„ღამურების“ გამარჯვება დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა, მაგრამ მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში, სტუმრები მაინც გატყდნენ – უკანასკნელ წამებზე, ჟონასმა ზუსტი თავური შეასრულა და „ვალენსიას“ ქომაგები გაახარა – 2:1.

მადრიდის „ატლეტიკო“ „ხეტაფეს“ დაუპირისპირდა, მაგრამ მის კარს გასაღები ვერაფრით მოარგო. თავის მხრივ, ვერც ლუის გარსია პლასას გუნდი გამოირჩეოდა მწვავე იერიშებით და ეტყობოდა, რომ ფრეზეც თანახმა იყო. ასე იყო თუ ისე, „კოლიზეუმ ალფონსო პერესზე“ შეკრებილმა გულშემატკივრებმა გოლიც კი ვერ იხილეს – 0:0.

ერთმანეთის ანალოგიური ანგარიშები დაფიქსირდა დღის დანარჩენ ორ მატჩში – „რაიო ვალიეკანომ“ ვიგოს „სელტას“ სძლია 2:0, „ოსასუნა“ კი, „ესპანიოლთან“ დამარცხდა ანალოგიური ანგარიშით.

 

ვიგო. „ბალაიდოსი“. 20000

სელტა – რაიო 0:2 (0:1)

სელტა:  ვარასი, ხონი, დემიდოვი (ვილა 46), კაბრალი, ლაგო, პრანიჩი (კრონ–დელი 61), ოუბინია, ლოპესი, ფერნანდესი, ჩუ–იუნი (ბერმეხო 55), ორელიანა.

მწვრთნელი: აბელ როსინო

რაიო: რუბენი, ტიტო, ხალვესი, ფიგერასი, კასადო, ფუეგო, ტრასორასი, პიტი, დომინგესი (გონსალესი 85), ბანგურა (კარლოსი 63), ბაპტისტანი (დელიბაშიჩი 79).

მწვრთნელი: პაკო ხემესი

გოლები: 0:1 პიტი (14), 0:2 დელიბაშიჩი (84)

გაფრთხილებები: ლოპესი (35), ფერნანდესი (43), ბერმეხო (64), ვილა (70), ორელიანა (85) – პიტი (28), კასადო (65), ტიტო (67), რუბენი (76)

არში დარტყმა: 9 (2) – 8 (7) ჯარიმა: 13 - 16 კუთხური: 9 - 4 თამაშგარე: 1 - 5 ბურთის ფლობა: 56% - 44% სეივი: 4 – 2

 

პამპლონა. „ელ სადარი“. 19000

ოსასუნა – ესპანიოლი 0:2 (0:0)

სოსიედადი: ფერნანდესი, რუბენი (ლიორენტე 86), ლოლო (პუნიალი 64), ბერტრანი, არიბასი, სანხურხო, სილვა, დე ლას კუევასი (შოჯაეი 82), არმენტეროსი, ნინო, სოლა.

მწვრთნელი: ხოსე ლუის მენდილიბარი

ესპანიოლი: აგირე, კასილია, კოლოტო, მორენო, ფორლინი, ალვარესი, სიმაუ (ვაკასო 46), ვერდუ (ტეხერა 77), ბაენა (პეტროვი 86), ლოპესი, გარსია, სტუანი.

მწვრთნელი: ხავიერ აგირე

გოლები: 0:1 მორენო (51), 0:2 ვაკასო (90)

გაფრთხილებები: არიბასი (18), სანხურხო (69), ბერტრანი (77), სილვა (81) – სტუანი (12), მორენო (36), კოლოტო (54), ლოპესი (71)

არში დარტყმა: 11 (3) – 8 (5) ჯარიმა: 14 - 20 კუთხური: 5 - 6 თამაშგარე: 2 - 3 ბურთის ფლობა: 65% - 35% სეივი: 3 – 3

 

ხეტაფე. „კოლიზეუმ ალფონსო პერესი“. 13000

ხეტაფე – ატლეტიკო 0:0

ხეტაფე: კოდინა, ვალერა, ლოპო, რუანო, ფერნანდესი, ბორხა, ლეონი (ლაფიტა 17), კასტრო, ტორესი (ალკასერი 74), ბარადა, კოლუნგა (ვასკესი 86).

მწვრთნელი: ლუის გარსია პლასა

ატლეტიკო: კურტუა, მირანდა, ლუისი, გოდინი, ხუანფრანი, გაბი, სუარესი, კოკე (ოლივერი 62), ლოპესი (როდრიგესი 73), ფალკაო, კოსტა (გარსია 77)

მწვრთნელი: დიეგო სიმეონე

გაფრთხილებები: რუანო (9), ვალერა (88) – სუარესი (53), გაბი (68), გოდინი (69)

გაძევებები: სუარესი (72), გოდინი (90)

არში დარტყმა: 11 (4) – 8 (4) ჯარიმა: 10 - 20 კუთხური: 1 - 7 თამაშგარე: 0 - 1 ბურთის ფლობა: 47% - 53% სეივი: 4 – 4

 

ვალენსია. „მესტალია“.

ვალენსია – ვალიადოლიდი 2:1 (1:0)

ვალენსია: გუაიტა, მატიე, რამი, პერეირა, გუარდადო, კოსტა (ბანეგა 75)

მწვრთნელი: ერნესტო ვალვერდე

სოსიედადი: ერნანდესი, სერენუ, რუკავინა, ვალიენტე, ბალენსიაგა, რუედა, ალვარო, ოსკარი, ომარი (სასტრე 62), მანუშუ (გერა 89), ლარსონი (რამა 75)

მწვრთნელი: მიროსლავ ჯუკიჩი

გოლები: 1:0 ბალენსიაგა (39), 1:1 ოსკარი (71), 2:1 ჟონასი (90)

გაფრთხილებები: პარეხო (66), ჟონასი (90) – სერენუ (27)

გაძევება: სერენუ (57)

არში დარტყმა: 16 (8) – 8 (6) ჯარიმა: 3 - 12 კუთხური: 5 - 5 თამაშგარე: 0 - 0 ბურთის ფლობა: 62% - 38% სეივი: 5 – 7

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.139688