ზაფხულის სატრანსფერო სეზონში, ტურინის “იუვენტუსი” კატალონიის “ბარსელონასგან” ალექსის სანჩესის შეძენას ეცდება. ამის შესახებ იტალიური მედია იუწყება.
ტურინული კლუბის წარმომადგენლები 25 წლის ჩილელის აგენტ ფერნანდო ფელისევიჩს უკვე შეხვდნენ და შესაძლო ტრანსფერის შესახებ ისაუბრეს. საგულისხმოა, რომ “ბებერი სინიორა” სამხრეთამერიკელისადმი ინტერესს რამდენიმე წლის წინათაც იჩენდა.
მართალია, ფიფამ “ბარსელონას” ტრანსფერები 2015 წლის ზაფხულამდე აუკრძალა, მაგრამ ეს ფეხბურთელების გაყიდვას არ ეხება. აქვე გეტყვით, რომ მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 29 მატჩში, სანჩესმა 17 გოლი და 10 საგოლე პასი მიითვალა.