ფეხბურთი

19:24 | 5.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

იტალიური პრესა: კონტემ, შესაძლოა, “იუვენტუსი” დატოვოს

 

იტალიურ პრესაში, ანტონიო კონტეს “იუვენტუსიდან” შესაძლო წასვლის საკითხი კვლავ აქტუალური გახდა.

მას შემდეგ, რაც ტურინელებმა სერია A ზედიზედ მესამედ მოიგეს, იტალიურ პრესაში გამოითქვა ვარაუდი, რომ კონტე გუნდის გამარჯვებულის სტატუსით დატოვებას აპირებს და ძალების საზღვარგარეთ მოსინჯვას შეეცდება. სახელდება ის კლუბიც, რომელში მუშაობასაც კონტეს უწინასწარმეტყველებენ – “მონაკო”. როგორც ცნობილია, არსებობს იმის საკმაოდ დიდი შანსი, რომ ლიგა ერთში მოთამაშე გუნდმა მთავარი მწვრთნელი, კლაუდიო რანიერი დაითხოვოს.

0.126103