ფეხბურთი

16:36 | 24.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

იოახიმ ლიოვი: “ატმოსფეროს თვალსაზრისით, საკმაოდ თანაბარი და კარგი ჯგუფია”

გერმანიის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის იოახიმ ლიოვის აზრით, ევრო-2016 წლის

ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში, D ჯგუფი თანაბარია. მისი თქმით, როგორც ყოველთვის, გერმანელები პირველი ადგილის დაკავებასა და ფინალურ ეტაპზე პირდაპირ მოხვედრას შეეცდებიან.

“სპორტულ ასპექტზე თუ ვისაუბრებთ, რა თქმა უნდა, საინტერესო ჯგუფია. გერმანია, საქართველო, შოტლანდა, ირლანდია და პოლონეთი. ატმოსფეროს თვალსაზრისით, საკმაოდ თანაბარი და კარგი ჯგუფია. ზოგიერთი პოლონელი მოთამაშე ბუნდესლიგაში გამოდის, ხოლო ირლანდიასთან და შოტლანდიასთან მატჩები ყოველთვის საუცხოო ატმოსფეროში ტარდება. ფავორიტებად ჩვენი დასახელება აუცილებელი არაა, მაგრამ ცხადია, ყველა ასე მიიჩნევს. ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ, რომ შესარჩევ ჯგუფში პირველი ადგილი დავიკავოთ, რათა დასახული ამოცანა რაც შეიძლება მალე გადავწყვიტოთ და ფინალურ ტურნირზე პირდაპირ მოვხდეთ.

შოტლანდია და ირლანდია დიდი თავდადებით, დინამიურად და ჟინით თამაშობენ. ისინი თავისი ქვეყნისთვის ირჯებიან და მაშინაც კი ბოლომდე იბრძვიან, როდესაც 0:2 აგებენ. ისინი არასოდეს ნებდებიან, ისევე როგორც ჩვენი ჯგუფის დანარჩენი გუნდები. ეს მათ მეტოქეებს ამოცანას უძნელებს და ასეთ მოწინააღმდეგეებთან თამაში ყოველთვის ძალიან ინტენსიურია: გამარჯვების მისაღწევად ძალების მაქსიმალური მობილიზებით უნდა ითამაშო. გიბრალტარისა და ამ ნაკრების მოთამაშეების შესახებ ცოტა რამ ვიცი. ეს ნაკრები დებიუტანტია, რომელიც პორტუგალიის ქალაქ ფარუში ითამაშებს. გიბრალტართან დაპირისპირებას დიდი ინტერესით ველოდები” – იუწყება ლიოვის სიტყვებს უეფას ოფიციალური ვებგვერდი.

  

0.13445