ბაქოს “ინტერს”, რომლის მთავარი მწვრთნელი კახა ცხადაძეა, ესპანელ ნახევარმცველ მიკელ ალვაროსთან თანამშროლობის გაგრძელება აღარ სურს. ინტერნეტპორტალ apasport.az-ის ინფორმაციით, ალვარომ, ბრაზილიელმა ფლავიო ჟულიო ბეკმა, ბულგარელმა დანიელ გენოვმა და მაკედონიელმა ილჩო ნაუმოვსკიმ, ცხადაძის იმედი ვერ გაამართლეს და მათი კლუბში დარჩენა მიზანშეწონილი არაა.
გასულ სეზონში, ალვარო თბილისის “დინამოში” გამოდიოდა და გუნდის ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი იყო. ზაფხულში მან “ინტერს” მიაშურა, სადაც კარიერა აშკარად ვერ აეწყო. ტრავმის გამო, მას დიდი დრო გაუცდა და ბაქოელთა შემადგენლობაში მხოლოდ 6 მატჩი ჩაატარა.
აქვე გეტყვით, რომ ალვაროს ბაქოელებთან მოქმედი კონტრაქტი აკავშირებს და რაზე შეთანხდებიან მხარეები ჯერ უცნობია.