იტალიური ჩორრიერე დელლო შპორტ-ის ცნობით, მილანის “ინტერი” “ნაპოლის” შვეიცარიელი ნახევარმცველის, ვალონ ბეჰრამის შეძენას ცდილობს.
აპენინელი ჟურნალისტების ინფორმაციით, მილანელებმა 29 წლის შუახაზელთან პირადი კონტრაქტის დეტალები უკვე შეათანხმეს. პრობლემას “ნაპოლისთან” მოლაპარაკება ქმნის – ნეაპოლელები 8 მილიონს ითხოვენ, ხოლო “ინტერი” მაქსიმუმ 6 მილიონის გადახდაზე აცხადებს თანხმობას.
ვალონ ბეჰრამი “ბაპოლიში” 2012 წლიდან თამაშობს. ნეაპოლური გუნდის მაისურით, სერია A-ში, მან 48 თამაში ჩაატარა.