ღვინის მწარმოებელ ერთ-ერთ ჩილეურ ფირმასა და ფეხბურთის ინგლისურ გუნდს, “მანჩესტერ იუნაიტედს” შორის მარკეტინგული გარიგება ჯერ კიდევ შარშანწინ შედგა - ჩილეური კომპანია ამ პოპულარული გუნდის ოფიციალური პარტნიორი გახდა.
ინგლისში ჩილეს ღვინის გაყიდვები სულ უფრო იზრდება და წარმომადგენელები ამბობენ, რომ ინგლისურ ფეხბურთთან თანამშრომლობა გარდა იმისა, რომ ხელს უწყობს ფირმის ცნობადობის გაზრდას აზიაში, ლათინურ ამერიკასა და ევროპაში, დადებითად მოქმედებს ფირმის იმიჯზე და მისი სახელი წარმატებულ გუნდთან იქნება ასოცირებული.
ღვინის მწარმოებელი კომპანიის ბოსები სიამაყით აცხადებენ, რომ ორი წლის წინ დადებული ხელშეკრულება ლათინური ამერიკის ორ ვნებას – ღვინოსა და ფეხბურთს აერთიანებს.