ფეხბურთი

17:51 | 23.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

“იბერია სტარი” ბათუმში გადადის

 

წინა კვირაში შედგა "იბერია სტარის" პრეზიდენტის ვატო წერეთლის საქმიანი ვიზიტი ბათუმში, რომლის დროსაც კლუბის პრეზიდენტი შეხვდა აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯომარეს, ბატონ ავთანდილ ბერიძეს, ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარეს, ბატონ ირაკლი ჩავლეიშვილს და აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის თავმჯდომარეს. ბატონ მერაბ ნაგერვაძეს.

ამ შეხვედრებზე მხარეებმა განიხილეს "იბერია სტარის" წარმოდგენილი პროექტი, რომელიც ითვალისწინებს კლუბის ბათუმში გადასვლას.

"იბერია სტარის" პრეზიდენტმა და ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარემ ერთად დაათვალიერეს ბათუმში არსებული ინფრასტრუქტურა.

"იბერია სტარის" პროექტს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელთა მხრიდან მოჰყვა უდიდესი დაინტერესება, ვინაიდან არსებობს დიდი სურვილი, რომ ბათუმი გადაიქცეს საფეხბურთო ქალაქად.

უკვე გადაიდგა პირველი ნაბიჯიც, რომელიც ითვალისწინებს ბათუმში უმაღლესი სტანდარტის საფარის ჩამოტანას. ამ საკითხთან დაკავშირებით აჭარის მთავრობამ მიიღო უეფას რეკომენდაციები.

უახლოეს მომავალში იგეგმება კიდევ ერთი შეხვედრა ვატო წერეთელს და აჭარის მთავრობის მეთაურ, ბატონ არჩილ ხაბაძეს შორის.

აქტიური თანამშრომლობა იძლევა რეალურ საფუძველს, რომ 2014 წლიდან ევროპაში "იბერია სტარი" ბათუმის სახელით წარდგება. 

0.121497