ფეხბურთი

18:04 | 20.02.2013 | ნანახია [] - ჯერ

ჰამშიკი “პლზენთან” ვერ ითამაშებს

იტალიური “ნაპოლის” სლოვაკი შემტევი მარეკ ჰამშიკი ევროპის ლიგის 1/16-ფინალის განმეორებით მატჩში, “პლზენის” წინააღმდეგ ვერ ითამაშებს.

ნეაპოლელთა ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, 25 წლის ფეხბურთელს გრიპი შეეყარა და “პლზენთან” მისი თამაში გამორიცხულია.

შეგახსენებთ, რომ 1/16-ფინალის პირველ მატჩში, იტალიაში, ჩეხურმა გუნდმა, სენსაციურად, 3:0 მოიგო და განმეორებითი შეხვედრის წინ, “ნაპოლი” ძალიან რთული ამოცანის წინაშე დგას.

0.120968