ფეხბურთი

0:17 | 25.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

„ჰამბურგი“ და „მაინცი“ იგებენ

გერმანიის ბუნდესლიგის მე–13 ტური შედეგიანი და სანახაობრივი მატჩებით დასრულდა. ბერტ ვან მარვეიკის „ჰამბურგმა“ „ჰანოვერს“ სძლია, ბრემენის „ვერდერი“ კი, „მაინცთან“ დამარცხდა.

„ჰამბურგი“ „ჰანოვერს“ თავის მოედანზე დაუხვდა და გაშვებული გოლის მიუხედავად, 3 ქულის მოპოვება მოახერხა. 28–ე წუთზე, ჰამბურგელი მცველების შეცდომით საბოლჩ ჰუსტიმ ისარგებლა და ჰანოვერელები წინ გაიყვანა.

სტუმართა სიხარულმა დიდ ხანს ვერ გასტანა – მილან ბადელმა საკმაოდ ეფექტური გოლით წონასწორობა აღადგინა და მასპინძლებს იმედი დაუბრუნა. მე–2 ტაიმის დებიუტში, მაქსიმილიან ბაისტერმა ვან მარვეიკის გუნდი წინ გაიყვანა, საბოლოო შედეგი კი, ჰაკან ჩალხანოღლუმ დააფიქსირა – 3:1.

ბევრისთვის მოულოდნელად, ბრემენში სტუმრად ჩასული „მაინცი“ 70–ე წუთისთვის 3–ბურთიანი უპირატესობით დაწინაურდა და 3 ქულაც თითქმის გაინაღდა, მაგრამ მატჩის დასასრული არცთუ მშვიდი გამოდგა. ელჯერო ელიამ და ფრანკო დი სანტომ ანგარიშში სხვაობა მინიმუმამდე დაიყვანეს, მაგრამ ქულის გადარჩენა ვეღარ შეძლეს – 2:3.

 

ჰამბურგი. „იმტეხ არენა“. 52000

ჰამბურგი – ჰანოვერი 3:1 (1:1)

ჰამბურგი: ადლერი, ჯურუ, იანსენი, ვესტერმანი, ტა, ილიჩევიჩი, რინკონი, ბადელი, ჩალხანოღლუ, ბაისტერი (ზუა 88), ლასოგა.

მწვრთნელი: ბერტ ვან მარვეიკი

ჰანოვერი: ცილერი, შულცი (ჰოფმანი 74), საკაი, ანდრეასენი, სანე, ჰუსტი, შმიდებახი, შტინდლი (პოკონიოლი 21), პრიბი (სობეხი 60), შლაუდრაფი, დიუფი.

მწვრთნელი: მირკო სლომკა

გოლი: 0:1 ჰუსტი (28), 1:1 ბადელი (31), ბაისტერი (46), 3:1 ჩალხანოღლუ (84)

გაფრთხილება: ბაისტერი (26), ბადელი (75), ილიჩევიჩი (81) – შულცი (38), სანე (60), ჰუსტი (90)

გაძევება: სანე (90)

კარში დარტყმა: 19 (11) – 11 (7) ჯარიმა: 22 - 25 კუთხური: 7 - 3 თამაშგარე: 1 - 4 ბურთის ფლობა: 51% - 49% სეივი: 6 – 8

 

ბრემენი. „ვეზერშტადიონი“. 38429

ვერდერი – მაინცი 2:3 (0:2)

ვერდერი: მილიცი, ლუკიმია–მულონგოტი, სელასი, კალდიროლა, ფრიცი, მაკიადი (ტრიბული 86), ჰანტი, ელია, კროოსი (ეკიჩი 45), დი სანტო, ზელკე (ილდირიმი 82).

მწვრთნელი: რობინ დუტი

მაინცი: კარიუსი, ნოვესკი, პოსპეხი (სვენსონი 46), ჩჟუ–ჰუ, ბელი, სოტო (მორიცი 62), ზიმლინგი (ჩუპო–მოტინგი 58), მიულერი, გეისი, ოკაზაკი, პოლტერი.

მწვრთნელი: ტომას ტუხელი

გოლი: 0:1 მიულერი (7), 0:2 ოკაზაკი (17), 0:3 ოკაზაკი (70), 1:3 ელია (85), 2:3 დი სანტო (90)

გაფრთხილება: კროოსი (13) – სოტო (43), მიულერი (75)

კარში დარტყმა: 24 (12) – 18 (7) ჯარიმა: 19 - 23 კუთხური: 8 - 8 თამაშგარე: 0 - 4 ბურთის ფლობა: 58% - 42% სეივი: 4 – 10

0.141495