ჭადრაკი

0:27 | 11.12.2012 | ნანახია [] - ჯერ

გვეტაძემ მოიგო, ხუთეული ცნობილია

საქართველოს ქალთა 70-ე ჩემპიონატი საერთაშორისო დიდოსტატ სოფო გვეტაძის (2332) გამარჯვებით დასრულდა, რომელმაც 9 ტურში 7.5 ქულა მოაგროვა და უახლოეს კონკურენტ მაკა ფურცელაძეს (2308) ნახევარი ქულით გაუსწრო.
ბოლო ტურში ორივე ლიდერმა ფრედ ითამაშა. გვეტაძე შავი ფიგურებით ლიკა კობეშავიძეს (1957) დაუზავდა, ხოლო ფურცელაძემ თეთრებით ყაიმი ანა კუჭავას (2025) დაუზავდა.
კობეშავიძემ და კუჭავამ ინგა ხურცილავას (2298) დარად 6-6 ქულა მოაგროვეს და ჩემპიონატის მოწინავე ხუთეულში მოხვდნენ, რაც იმას ნიშნავს, რომ 2013 წლის ივნისში დაგეგმილ საქართველოს ქალთა ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში თამაშის უფლებაც მოიპოვეს.

0.126433