ჭადრაკის სასახლეში მიმდინარე საქართველოს ქალთა 70-ე ჩემპიონატის პირველ ლიგაში უკვე 4 ტურის პარტიები ჩატარდა. შედეგად, ერთპიროვნული ლიდერი სოფიო გვეტაძე (2332) გახლავთ, რომლის აქტივშიც 3.5 ქულაა. მას 0.5 ქულით 7 მოჭადრაკისგან შემდგარი ჯგუფი მოჰყვება, რომელშიც ანა შამათავა (2046), მაკა ფურცელაძე (2308), ალექსანდრა ვახანია (2184), სოფიკო ტერელაძე (2183), ანა გავაშელი (2191), ინგა ხურცილავა (2298) და მერი ჟორჟოლიანი (2103) არიან. მე-5 ტურში ლიდერი გვეტაძე თეთრი ფიგურებით ტერელაძეს ეთამაშება. საინტერესო იქნება ვახანია-ფურცელაძის, ხურცილავა-ჟორჟოლიანის და შამათავა-გავაშელის პარტიებიც.