ჭადრაკი

15:35 | 10.12.2012 | ნანახია [] - ჯერ

გურამიშვილმა ესპანურ ტურნირზე იმარჯვა

სოფო გურამიშვილის დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდა ესპანურ ბენიდორმში გამართული ქალთა რიგით მესამე  საერთაშორისო ტურნირი. ასპარეზობაში სულ 6 ქვეყნის 10 წარმომადგენელი მონაწილეობდა და მათ შორის, 4 ქართველი – საქართველოს სახელით მოასპარეზე გურამიშვილი და ნინო ბაციაშვილი, ესპანეთის ნაკრების ლიდერი ანა მათნაძე და საფრანგეთის სახელით მოასპარეზე ნინო მაისურაძე.
შეჯიბრი წრიული სისტემით 9 ტურად გაიმართა და მასში პირველობა 7 ქულით გურამიშვილმა მოიპოვა. სოფომ 5 გამარჯვება იზეიმა, 4 პარტია კი ყაიმით დაასრულა და მე-2 ადგილზე გასულ რუსი ანასტასია სავინას ნახევარი ქულით გაასწრო. 5.5 ქულით III-IV პოზიციები გაინაწილეს მათნაძემ და ბაციაშვილმა, ხოლო მაისურაძემ 5.0 ქულით მე-6 საფეხური დაიკავა.

0.115067