აკაკი გოგიამ, დიდი შანსია, კარიერა გერმანიის მეორე ბუნდესლიგის “პადერბორნში” გააგრძელოს. ამის შესახებ, გერმანული მედია იუწყება.
ქართველი ნახევარმცველი ახალ გუნდთან ერთად უკვე ვარჯიშობს და ამხანაგური თამაშიც ჩაატარა. “პადერბორნმა” ქვედალიგელი “ვარბურნი” 10:0 დაამარცხა და გოგიამ ორი გოლი მიითვალა.
გოგიას სატრანსფერო უფლებები “ვოლფსბურგს” 2015 წლამდე ეკუთვნის, ხოლო გასულ სეზონში ის “ზანქტ-პაულიში” იყო განათხოვრებული. ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, ჰამბურგელებმა მასთან საიჯარო ხელშეკრულების გახანგრძლივება აღარ ისურვეს.
აქვე გეტყვით, რომ გოგიას “პადერბორნთან” ჯერ ხელშეკრულება არ გაუფორმებია.