ოჯახური დუეტის გამარჯვებით დასრულდა ჭადრაკის სასახლეში გამართული ტურნირი “გიორგობა-2012” სწრაფ ჭადრაკში. საქართველოს ოლიმპიური ნაკრების წევრმა ნინო ხურციძემ და საერთაშორისო ოსტატმა ბაჩანა მორჩიაშვილმა 9-დან 7 ქულით I-II ადგილები გაინაწილეს, თუმცა, დამატებითი მაჩვენებლებით პირველობა მორჩიაშვილს ერგო. მესამე ადგილზე ასევე, ოლიმპიური ნაკრების წევრი კოკა შანავა გავიდა.
www.gcf.org.ge-ს ფოტო