ფეხბურთი

15:26 | 16.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

გიგზი დაძაბული სეზონის მოლოდინშია

“მანჩესტერ იუნაიტედის” მოთამაშე-მწვრთნელმა რაიან გიგზმა Inside United Magazine-თან საუბრისას მომავალი სეზონის ანალიზი გააკეთა.

- გარი ნევილის თქმით, მომავალი სეზონი ყველაზე არაპროგნოზირებადი იქნება. ეთანხმებით მის მოსაზრებას?

- დიახ, ვეთანხმები, დაძაბული სეზონი გულშემატკივრებისთვის საინტერესო იქნება. სერ ალექსი ჩვენთან დიდი ხანი იყო, კლუბში ცვლილებები მოხდა, ისევე როგორც “სიტისა” და “ჩელსის” ბანაკებში და არავინ იცის, მომავალ სეზონში მოვლენები როგორ განვითარდება. პრემიერლიგაში კარგი გუნდები არიან, “სიტის” ჩემპიონობის დაბრუნება სურს, “ჩელსის” ზურგს ჟოზე მოურინიოს გამოცდილება უმაგრებს და ჩვენ, რა თქმა უნდა, მოქმედი ჩემპიონები ვართ. არ დაგვავიწყდეს “არსენალი”, “ტოტენჰემი” და “ლივერპული”, რომლებიც აუცილებლად იბრძოლებენ. მოკლედ, საინტერესო სეზონი გველოდება.

- “მანჩესტერს" ახალი მწვრთნელი ჰყავს, გვითხარით თქვენი შთაბეჭდილებები მის შესახებ...

_ მოიესი გუნდს უცბად მოერგო. ეს მწვრთნელი ყველაფერშია ჩართული. სამწვრთნელო შტაბთან კარგი ურთიერთობა აქვს და იცის, როგორ იმუშაოს ბიჭებთან. მოიესს უყვარს ყველაფრის ცოდნა ფეხბურთელების შესახებ და მართლაც, “მანჩესტერის” მწვრთნელი ასეთი უნდა იყოს.

- მოიესის თქმით, ნერვიულობდა, როდესაც პირველად მიმართა გუნდს. რა უთხრა მან ფეხბურთელებს?

- მან ჩვენთან ისაუბრა და აღნიშნა, რომ გუნდს ახალწვეულები ეყოლება.

 

გიორგი ბალახაძე 

 

0.117153