ფეხბურთი

17:32 | 5.04.2013 | ნანახია [] - ჯერ

ფერნანდო ტორესი: “ჩემი მიზანი ესპანეთის ნაკრებში დაბრუნებაა”

ლონდონის “ჩელსის” თავდამსხმელის ფერნანდო ტორესის მთავარი ამოცანა ესპანეთის ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებში დაბრუნებაა.

“ჩემი მიზანი ესპანეთის ნაკრებში დაბრუნებაა და იმედი მაქვს, ეს გამომივა. ჩვენ თაობას წინა კიდევ ბევრი ტურნირების ელის. ტიტულების მოგება და ჩვენი გულშემატკივრების გახარება გვსურს” – განაცხადა რადიოსადგურ Onda Cero-ს ეთერში ესპანელმა ფორვარდმა. 

ტორესი, რომელსაც “ჩელსის” გულშემატკივრები ხშირად აკრიტიკებდნენ, რადგან თავის ბომბარდირულ თვისებებს ვერ ამჟღავნებდა, ევროპის ლიგის 1/4-ფინალში, ყაზანის “რუბინთან” მოგებულ მატჩში (3:1) შესრულებული დუბლით კმაყოფილია:

“ძალიან კმაყოფილი ვარ, რომ ორი მნიშვნელოვანი გოლი გავიტანე. ამ გამარჯვებით ნაბიჯი ნახევარფინალისკენ გადავდგით. საპასუხო მატჩის წინ, ძალიან მნიშვნელოვანი იყო კარგი შედეგისთვის მიგვეღწია, რაც მოვახერხეთ”.

გარდა ამისა, ტორესი “ჩელსის” ფანების ჟოზე მოურინიოსადმი დამოკიდებულებასაც შეეხო და განაცხადა, რომ პორტუგალიელი ქომაგებში კვლავ უდიდესი პოპულარობით სარგებლობს:

“გულშემატკივრებს მოურინიო ძალიან უყვართ. მან ხომ გუნდს დიდი ხნის ნანატრი ჩემპიონობა მოაგებინა. ასე რომ გასაკვირი არაა, როდესაც მას მუდმივად ახსენებენ, ისევე როგორც დიდიე დროგბას”.

 

 

0.132894