ფეხბურთი

15:08 | 11.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

ევრა და მორატა “იუვენტუსში”

სულ მალე, ტურინის “იუვენტუსს” ორი ახალწვეული ეყოლება. “სკაი იტალიას” ცნობით, საუბარია მადრიდის “რეალის” ახალგაზრდა ფორვარდ ალვარო მორატასა და “მანჩესტერ იუნაიტედის” ვეტერან მცველ პატრის ევრაზე.

მორატა ტურინში ხუთშაბათს ჩაფრინდება და “ბებერ სინიორასთან” კონტრაქტს გააფორმებს. “იუვენტუსს” 21 წლის ესპანელის ტრანსფერი 18 მილიონი ევრო დაუჯდება.

რაც შეეხება ევრას, 33 წლის ფრანგმა “ოლდ ტრაფორდზე” ლუკ შოუს გადასვლის შემდეგ კლუბის შეცვლა გადაწყვიტა და ძალების იტალიაში მოსინჯვა სურს. სავარაუდოდ, ევრა ტურინელებთან 2-წლიან კონტრაქტს შაბათს გააფორმებს.

 

0.114557