სტამბულში დასრულებულ 16-წლამდელთა საჭადრაკო ოლიმპიადაზე საქართველოს ნაკრებმა ათ ტურში 24 ქულა დააგროვა და მე-4 ადგილი დაიკავა, ამდემად, კვარცხლბეკზე ასვლამდე ერთი ნაბიჯი დააკლდა.
ქართველმა მოჭადრაკეებმა (ირაკლი ბერაძე, გიორგი სიბაშვილი, ნიკოლოზ ქუმსიაშვილი, ნინო ხომერიკი, ანა შამათავა) ტურნირის დასკვნითი ტურები ჩინებულად განვლეს. მე-9 ტურში ჩვენმა გუნდმა პირველი განთესვის მქონე და უმთავრეს ფავორიტად მიჩნეულ რუსეთის ნაკრებთან ყაიმი გააფორმა, ბოლო ტურში კი ჩეხეთს 2.5:1.5 სძლია.
საბოლოოდ, 29 ქულით ჩემპიონობა რუსებმა მოიპოვეს, მეორეზე 28.5 ქულით ირანი გავიდა, ბრინჯაო კი ინდოეთს ერგო 25.5 ქულით. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრები რეიტინგით მხოლოდ მე-11 გახლდათ, ამდენად, მე-4 პოზიცია ნამდვილად წარმატებულ შედეგად უნდა მივიჩნიოთ.