საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრმა გიორგი ედიშერაშვილმა (55 კგ) თბილისის სპორტის სასახლეში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე პირველი შეხვედრა მოიგო და მეოთხედფინალში გავიდა. ქართველმა მსუბუქწონოსანმა აზერბაიჯანელ იაშარ ალიევთან პირველი პერიოდი 1:2 დათმო. მეორეში მინიმალური ანგარიშით იმარჯვა, ხოლო გადამწყვეტ ორწუთეულში მეტოქეს 2 ქულა აართვა, ისე, რომ თავად ერთიც არ დაუკარგავს.
მეოთხედფინალში გიორგი ედიშერაშვილი ფრანგ ელ ქუარაქს დაუპირისპირდება.