ჭადრაკი

15:31 | 10.09.2012 | ნანახია [] - ჯერ

ძაგნიძის ვერცხლი, შანავას – ბრინჯაო

სტამბულში დასრულებულ საჭადრაკო ოლიმპიადაზე ქართულმა ნაკრებებმა სასურველი შედეგი ვერ აჩვენეს, თუმცა, ხასიათი მცირედით ინდივიდუალურ ასპარეზზე თავის გამოჩენით გამოიკეთეს. ქალთა ნაკრების ლიდერმა ნანა ძაგნიძემ (2547) ჩინებულად ითამაშა და 8-დან 6 ქულით, მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონ ჰოუ იფანის (ჩინეთი, 2599) შემდეგ, პირველ დაფაზე, მეორე ადგილი დაიკავა. ვაჟებში კი, სათადარიგო დაფაზე მოასპარეზე დებიუტანტმა კოკა შანავამ (2569) პირად ჩათვლაში მესამე ადგილი დაიკავა.

 

ქალები:
ნანა ძაგნიძე (2547) – 6 (8); რეიტინგპერფომანსი – 2625; რეიტინგის ცვლილება: +8.0;   
ბელა ხოტენაშვილი (2509) – 6.5 (10); 2455; -4.9
ლელა ჯავახიშვილი (2458) – 4.5 (7); 2306; -14.1
ნინო ხურციძე (2444) – 3.5 (6); 2303; -14.1
ნინო ბაციაშვილი (2432) – 6.0 (8); 2339; -3.8

 

ვაჟები:
მიხეილ მჭედლიშვილი (2659) – 5.5 (10); რეიტინგპერფომანსი – 2646; რეიტინგის ცვლილება: -0.8;
მერაბ გაგუნაშვილი (2578) – 5.0 (11); 2611; +6.8
თორნიკე სანიკიძე (2585) – 4.0 (7); 2507; -5.9
ლევან ფანცულაია (2575) – 4.5 (8); 2564; +2,6
კონსტანტინე შანავა (2569) – 6.0 (8); 2679; +12.2;

0.120688