ჭადრაკი

23:27 | 7.12.2012 | ნანახია [] - ჯერ

დუეტი დაწინაურდა

საქართველოს ქალთა 70-ე ჩემპიონატის პირველი ლიგის ფინიშამდე 3 ტურით ადრე, ტურნირს სოფო გვეტაძე და მაკა ფურცელაძე ლიდერობენ, რომელთა აქტივშიც 6 შესაძლებლობიდან 5-5 ქულაა.
ლიდერებს ნახევარი ქულით ჩამორჩებიან ინგა ხურცილავა და ანა კუჭავა, ხოლო ანა შამათავა, სოფო ტერელაძე, ალექსანდრა ვახანია და მადონა ბოკუჩავა 4-4 ქულით V-VIII ადგილებს ინაწილებენ.
მეშვიდე ტურში ერთმანეთს შეხვდებიან: კუჭავა – გვეტაძე, ხურცილავა – ფურცელაძე, ვახანია – ბოკუჩავა და შამათავა – ტერელაძე.

0.114072