გერმანიის ბუნდესლიგის 30-ე ტურის ცენტრალურ მატჩში, მიმდინარე სეზონის ტრიუმფატორმა მიუნხენის „ბაიერნმა“ „დორტმუნდს“ უმასპინძლა და სამარცხვინო მარცხი იწვნია. მართალია, პეპ გვარდიოლას გუნდმა ვერცხლის სინი უკვე ჩაიბარა, მაგრამ ზედიზედ მეორე ტურში მარცხი, მართლაც მეტისმეტია.
იურგენ კლოპის გუნდმა მასპინძელთა განადგურება მე-20 წუთზე დაიწყო - გენრიხ მხითარიანმა მარკო როისის პასით ისარგებლა და ძლიერი დარტყმით დალაშქრა მიუნხენელთა კარი. გუნდები შესვენებაზე ამ ანგარიშით გავიდნენ და ნაცვლად იმისა, რომ „ბაიერნი“ მეორე ტაიმში გამოფხიზლებულიყო, გოლი ისევ სტუმრებმა გაიტანეს - სწრაფი კონტშეტევა როისმა დააგვირგვინა - 0:2.
56-ე წუთზე, სტუმართა ნახევარმცველი იონას ჰოფმანი მეკარესთან თითქმის პირისპირ აღმოჩნდა და საბოლოო ანგარიში - 0:3 დააფიქსირა.
ანალოგიური ანგარიშით იმარჯვა „მაინცმაც“, რომელმაც ბრემენის „ვერდერს“ უმასპინძლა. მატჩის დებიუტში, ნილს პეტერსნეის ავტოგოლით დაწინაურდნენ, სულ მალე კი, კრისტოფ მორიცის ძლიერმა დარტყმამ ანგარიში 2:0 გახადა და მატჩის ბედი მეტწილად გადაწყვიტა. პირველი ტაიმის დასრულებამდე 5 წუთით ადრე, მასპინძლებმა „მუსიკოსების“ კარი კიდევ ერთხელ აიღეს და დამაჯერებელი ანგარიშით მოიგეს.
უხვგოლიანი მატჩი შედგა ვოლფსბურგში, სადაც ადგილობრივი კლუბი „ნიურნბერგს“ დაუხვდა. სტუმრებმა მატჩის დებიუტში ანგარიში გახსნეს, მაგრამ შემდეგ შავი დღე დაადგათ. მე-19 წუთზე, კევინ დე ბრეინეს პასით ივიცა ოლიჩმა წონასწორობა აღადგინა, ორიოდ წუთში კი, ივან პერიშიჩმა „მგლები“ დააწინაურა.
მეორე ტაიმში, ვოლფსბურგელებმა მეტოქის კარი კიდევ 2-ჯერ აიღეს და 4:1 იმარჯვეს.
მიონხენგლადბახი. „ბორუსია პარკი“. 54000
გლადბახი - შტუტგარტი 1:1 (0:1)
გლადბახი: შტეგენი, ბრაუვერსი, დომინგესი, ნორდტვეიტი (იუნესი 82), იანჩკე, არანგო, რაფაელი, კორბი, კრამერი (ჯაკა 70), კრუზე, ჰერმანი (ჰრგოტა 70).
მწვრთნელი: ლუსიენ ფავრი
შტუტგარტი: ულრაიხი, ბოკა, შვაბი, ნიდერმაიერი, რიუდიგერი, გენტნერი, ტრაორე, დიდავი (ლაიტნერი 63), გრუესო, ჰარნიკი (კაკაუ 90), ვერნერი (იბიშევიჩი 71).
მწვრთნელი: ჰუბ სტევენსი
გოლი: 0:1 დიდავი (12), 1:1 არანგო (89)
გაფრთხილება: კორბი (28) - შვაბი (13), ვერნერი (25), გრუესო (26)
კარში დარტყმა: 14 (8) – 17 (6) ჯარიმა: 13 - 17 კუთხური: 6 - 5 თამაშგარე: 2 - 1 ბურთის ფლობა: 61% - 39% სეივი: 5 – 7
ვოლფსბურგი. „ფოლკსვაგენ არენა“.
ვოლფსბურგი - ნიურნბერგი 4:1 (2:1)
ვოლფსბურგი: გრიუნი, ნალდო, როდრიგესი, კნოხე, გუსტავო (პოლაკი 84), პერიშიჩი (ვიეირინია 86), ტრეში, დე ბრეინე, მალანდა-ატიე, არნოლდი (კალიჯური 73), ოლიჩი.
მწვრთნელი: დიტერ ჰეკინგი
ნიურნბერგი: შეფერი, პლატენჰარდტი, პოგატეცი, ანგა-ლეტშერი (პეკჰარტი 78), ბალიჩი, ფოილნერი, გლოუშეკი (მაკი 64), კიოტაკე, შტარკი, დრმიჩი, ფრანცი (კამპანია 25).
მწვრთნელი: გერტიან ვერბეკი
გოლი: 0:1 ფოილნერი (8), 1:1 ოლიჩი (19), 2:1 პერიშიჩი (22), 3:1 მალანდა-ატიე (69), 4:1 პერიშიჩი (83)
გაფრთხილება: გლოუშეკი (36), პლატენჰარდტი (72)
კარში დარტყმა: 24 (17) – 5 (4) ჯარიმა: 12 - 15 კუთხური: 11 - 2 თამაშგარე: 3 - 4 ბურთის ფლობა: 49% - 51% სეივი: 3 – 13
მაინცი. „კოფას არენა“.
მაინცი - ვერდერი 3:0 (0:0)
მაინცი: კარიუსი, ნოვესკი, პოსპეხი, ბუნგერტი, დიასი (ფათხი 88), სოტო (სალერი 79), მორიცი (სვენსონი 88), მალი, გეისი, ოკაზაკი, ჩუპო-მოტინგი.
მწვრთნელი: ტომას ტუხელი
ვერდერი: ვოლფი, პრედლი, კალდიროლა, გარსია, ფრიცი, მაკიადი, ჰანტი (ობრანიაკი 68), იუნუზოვიჩი, ელია, ბარგფრედე (კობილიანსკი 78), პეტერსენი (სელასი 46).
მწვრთნელი: რობინ დუტი
გოლი: 1:0 პეტერსენი (5ს.კ), 2:0 მორიცი (16), 3:0 მალი (40)
გაფრთხილება: ელია (12), იუნუზოვიჩი (20), პრედლი (64), ბარგფრედე (75)
კარში დარტყმა: 23 (13) – 9 (5) ჯარიმა: 12 - 21 კუთხური: 3 - 12 თამაშგარე: 6 - 4 ბურთის ფლობა: 60% - 40% სეივი: 5 – 10
ჰანოვერი. „ჰდი არენა“.
ჰანოვერი - ჰამბურგი 2:1 (1:0)
ჰანოვერი: ცილერი, მარსელო, პანდერი (რუდნევი 84), შულცი, საკაი, ანდრეასენი, შტინდლი, შმიდებახი, პრიბი, ბიტენკორტი (სანე 90), ია კონანი.
მწვრთნელი: ტაიფუნ კორკუტი
ჰამბურგი: ადლერი, ჯურუ, ვესტერმანი (ილიჩევიჩი 17), მანსენი, დიკმაიერი, ვან დერ ვარტი (მაჯო 47), ირაჩეკი, რინკონი, არსლანი, ჩალხანოღლუ, ზუა.
მწვრთნელი: მირკო სლომკა
გოლი: 1:0 შტინდლი (9), 1:1 ჩალხანოღლუ (48), 2:1 ია კონანი (86)
გაფრთხილება: ირაჩეკი (68)
კარში დარტყმა: 31 (21) – 5 (2) ჯარიმა: 18 - 17 კუთხური: 5 - 2 თამაშგარე: 1 - 1 ბურთის ფლობა: 54% - 46% სეივი: 1 – 19
ფრაიბურგი. „მაგე სოლარ შტადიონი“.
ფრაიბურგი - ბრაუნშვაიგი 2:0 (1:0)
ფრაიბურგი: ბაუმანი, სორგი, ჰენი, გიუნტერი, გუედე (ფრაისი 79), გინტერი, შმიდი, შუსტერი, დარიდა, კლაუსი (ფერნანდესი 90), მეჰმედი.
მწვრთნელი: კრისტიან შტრაიხი
ბრუანშვაიგი: დაფარი, რაიხელი, კესელი (ბელარაბი 68), ბიჩაკჩიჩი, ვრანჩიჩი (ადემი 58), ჰოკსჰადტი, ბოლანდი, ელაბდელაუი, კორეია, კუმბელა (კრუპკე 26), ნილსენი.
მწვრთნელი: ტორსტენ ლიბერკნეხტი
გოლი: 1:0 ვრანჩიჩი (8ს.კ.), 2:0 შუსტერი (49)
გაფრთხილება: დარიდა (56) - კესელი (5), ბიჩაკჩიჩი (16), ჰოკსჰაიდტი (52)
კარში დარტყმა: 18 (13) – 13 (6) ჯარიმა: 17 - 24 კუთხური: 3 - 3 თამაშგარე: 2 - 2 ბურთის ფლობა: 51% - 49% სეივი: 6 – 11
მიუნხენი. „ალიანს არენა“. 71000
ბაიერნი - დორტმუნდი 0:3 (0:1)
ბაიერნი: ნოიერი (რედერი 46), ლამი, რაფინია, დანტე, ხავი მარტინესი, ალაბა, რობენი (კროოსი 69), შვაინშტაიგერი, რიბერი (მიულერი 60), გიოტცე, მანჯუკიჩი.
მწვრთნელი: პეპ გვარდიოლა
დორტმუნდი: ვაიდენფელერი, ჰუმელსი (ფრიდრიხი 70), პაპასტატოპულოსი, დურმი, კელი, შაჰინი, მხითარიანი, გროსკროიცი, ჰოფმანი (ლევანდოვსკი 62), როისი, ობამეიანგი (იოიჩი 76).
მწვრთნელი: იურგენ კლოპი
გოლი: 0:1 მხითარიანი (20), 0:2 როისი (49), 0:3 ჰოფმანი (56)
გაფრთხილება: ხავი მარტინესი (10), კროოსი (80) - ჰოფმანი (58), მხითარიანი (82)
გაძევება: რაფინია (90)
კარში დარტყმა: 14 (9) – 9 (7) ჯარიმა: 18 - 14 კუთხური: 12 - 2 თამაშგარე: 3 - 9 ბურთის ფლობა: 65% - 35% სეივი: 4 – 9