ჩოგბურთი

23:35 | 3.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

დოჰას ფინალისტები

 რაფა ნადალი წლის პირველსავე ტურნირში ფინალში გავიდა და ყატარის დედაქალაქ დოჰას Qatar ExxonMobil Open-ის გადამწყვეტ მატჩში ფრანგ გაელ მონფისს შეხვდება. ნახევარფინალში ნადალმა გერმანელ პეტერ გოიოვჩიკს 4:6, 6:2, 6:3 მოუგო.

რაფასა და პეტერის პირველმა დაპირისპირებამ ზუსტად 2 საათს გასტანა. რეიტინგსიის 162-ე ნომერ გერმანელთან თამაშისას ნადალმა 6 ბრეიკი და 5 ეისი შეასრულა.

მონფისს რაც შეეხება, მან ნახევარფინალში კიდევ ერთ გერმანელს, ფლორიან მაიერს 6:3, 6:2 სძლია. მატჩი მხოლოდ 56 წუთს გაგრძელდა.

0.116619