მადრიდის “ატლეტიკოს” ფორვარდი დიეგო კოსტა ლონდონის “ჩელსის” პირადი კონტრაქტის დეტალებზე შეუთანხმდა. ესპანური მედიის ცნობით, ბრაზილიური წარმოშობის ესპანელი “სტემფორდ ბრიჯზე” ზაფხულში გადაბარგდება.
თავდამსხმელის აგენტმა ფრანსუა გალიარდომ Football Espana-ს განუცხადა, რომ “ატლეტიკო” მისი კლიენტის დაკარგვას უკვე შეგუებულია. მადრიდელები მთავარმეგოლის შემცვლელის ძიებას გაზაფხულიდან დაიწყებენ.
ბრიტანული პრესის ცნობით, “ჩელსი” დიეგო კოსტას სანაცვლოდ 32 მილიონ ევროს გადაიხდის.