ჭადრაკი

23:07 | 7.03.2012 | ნანახია [] - ჯერ

დაწინაურდა ტან ტრანგი

ევროპის ინდივიდუალურ ჩემპიონატს ქალთა შორის ახალი ერთპიროვნული ლიდერი ჰყავს. უნგრეთის სახელით მოთამაშე ტან ტრანგ ჰოანგმა (2438) ექვს ტურში 5.5 ქულა მოაგროვა და უახლოეს მდევართა ჯგუფს, რომელშიც ფრანგი მარი სებაგი (2512), რუსი ვალენტინა გუნინა (2511), რუმინელი კრისტინა-ადელა ფოისორი (2398) და ლიტველი ვიკტორია ჩმილიტე (2497) შედიან, ნახევარი ქულით გაუსწრო.
გასული ტურების შემდეგ, ქართული დელეგაციიდან საუკეთესო შედეგი (4.5 ქულა) ნინო ხურციძესა (2447) და ნაზი პაიკიძეს (2406) გააჩნიათ, რომლებიც დამატებითი მაჩვენებლებით, შესაბამისად, მე-8 და მე-10 ადგილებზე იმყოფებიან.
დანარჩენ ქართველ მოჭადრაკეთა მდგომარეობა ასეთია: 13. სოფიკო გურამიშვილი (2395) – 4.0; 18. სალომე მელია (2400) – 4.0; 20. ლელა ჯავახიშვილი (2448) – 4; 30. ნინო ბაციაშვილი (2438) – 3.5; 36. ნანა ძაგნიძე (2559) – 3.5; 37. ბელა ხოტენაშვილი (2490) – 3.5; 54. მერი არაბიძე (2337) – 3.0; 57. სოფიო გვეტაძე (2334) – 3.0; 76. მირანდა მიქაძე (2329) – 2.5;
2-13 მარტის ჩათვლით, მონაწილეები ერთმანეთს 11 ტურად კლასიკურ ჭადრაკში შეეჯიბრებიან, 15-16 მარტი სწრაფ ჭადრაკს (რაპიდი) დაეთმობა, ხოლო 17-18 მარტს უძლიერესები ბლიცში გამოვლინდებიან. ტურნირის საპრიზო ფონდი კლასიკურ ჭადრაკში 106 000 ევროა, ხოლო რაპიდსა და ბლიცში 10-10 ათასი.
ხვალ, ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ევროპის პირველობაზე შესვენებაა გამოცხადებული. 9 მარტს, მე-7 ტურში ხურციძე თეთრი ფიგურებით უკრაინელ კატერინა ლაჰნოს (2546) შეხვდება, პაიკიძე შავებით რუს ტატიანა კოსინცევას (2513) ეთამაშება და ერთ ქართულ “დუელსაც” ვიხილავთ – მელია-ჯავახიშვილი.

0.113959