ჭიდაობა

14:21 | 20.03.2013 | ნანახია [] - ჯერ

დავით პოღოსიანი: “ვეცდებით, 55 კგ-ში მედალი მოვიპოვოთ”

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების ერთ-ერთი მწვრთნელი დავით პოღოსიანი თბილისის სპორტის სასახლეში მიმდინარე თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატზე 55 კგ წონით კატეგორიაში ერთ-ერთი სინჯის მედალს ელის.

როგორც პოღოსიანმა “მსოფლიო სპორტს” განუცხადა, 55 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე გიორგი ედიშერაშვილმა აზერბაიჯანელ იაშარ ალიევთან შერკინება ცუდად დაიწყო, მაგრამ თავისი დადებითი მხარეების გამოვლენა მაინც მოახერხა და სასურველი გამარჯვებაც მოიპოვა.

“პირველ პერიოდში ედიშერაშვილი დამარცხების მიზეზი ის მომენტი აღმოჩნდა, რომ მას ფეხი გაუცურდა. ვეცდებით, ამ წონით კატეგორიაში წარმატებას მივაღწიოთ და ერთ-ერთი სინჯის მედალი მოვიპოვოთ”, - აღნიშნა პოღოსიანმა.

შეგახსენებთ, საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრმა გიორგი ედიშერაშვილმა (55 კგ) თბილისის სპორტის სასახლეში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე პირველი შეხვედრა მოიგო და მეოთხედფინალში გავიდა. ქართველმა მსუბუქწონოსანმა აზერბაიჯანელ იაშარ ალიევთან პირველი პერიოდი 1:2 დათმო. მეორეში მინიმალური ანგარიშით იმარჯვა, ხოლო გადამწყვეტ ორწუთეულში მეტოქეს 2 ქულა აართვა, ისე, რომ თავად ერთიც არ დაუკარგავს.

 

0.115715