საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრმა დავით მარსაგიშვილმა ევროპის ჩემპიონის ტიტული ზედიზედ მეორედ მოიპოვა. 84 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ქართველმა ფინალში სომხეთის ნაკრების წევრ მუსა მურთაზალიევს ორ პერიოდში (2:0 2:0) მოუგო.
ფინალის გზაზე დავით მარსაგიშვილმა ავსტრიელი დომინიკ კლაუს პეტერი (7:0 7:0), რუმინელი ანდრეი ვიქტორ ფრანტი (1:0 6:0) და რუსეთის ნაკრების ყაბარდოელი წევრი ანზორ ურიშევი (1:0 4:2) დაამარცხა.
საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი 44 ქულით დაასრულა და საერთო გუნდურ ჩათვლაში მხოლოდ 53-ქულიან რუსეთს ჩამორჩა.
დღესვე მედლების ბოლო ორი კომპლექტი მოჭიდავე ქალებმაც გაითამაშეს.
თავისუფალი ჭიდაობა
84 კგ
1 დავით მარსაგიშვილი (საქართველო)
2 მუსა მურთაზალიევი (სომხეთი)
3 იბრაგიმ ალდატოვი (უკრაინა)
3 ანზორ ურიშევი (რუსეთი)
ქალთა ჭიდაობა
63 კგ
1 ანასტასია გრიგორევა (ლატვია)
2 მონიკა ევა მიხალიკი (პოლონეთი)
3 განა ვასილენკო (უკრაინა)
3 ანა ბელიაევა (აზერბაიჯანი)
72 კგ
1 ნატალია ვორობიოვა (რუსეთი)
2 მაიდერ უნდა გონზალესი (ესპანეთი)
3 ვასილისა მარზალიუკი (ბელარუსი)
3 კატერინა ბურმისტროვა (უკრაინა)