ინტერვიუები

20:10 | 5.06.2012 | ნანახია [] - ჯერ

დავით გოგიას ოპერაციას გაუკეთებენ

უკვე წლებია, რაც თბილისის “დინამოსა” და ქუთაისის "ტორპედოს" ყოფილი მეკარე დავით გოგია შეუძლოდაა, მენჯ-ბარძაყი აწუხებს და მხოლოდ ყავარჯნებით ახერხებს გადაადგილებას – ისიც, მხოლოდ 20-30 მეტრის სიშორეზე. ბევრი სიარული არ შეუძლია. როგორც შევიტყვეთ, გოგიას აუცილებელი ოპერაცია ესაჭიროება და ივნისში გაუკეთებენ კიდეც.
“მსოფლიო სპორტი” 63 წლის გოგიას დაუკავშირდა:
-    სახსრების დაავადება მაქვს. მენჯ-ბარძაყის მხარეს. ამ დაავადებას კოქსართროზი ჰქვია. ბოლო ორი წლის განმავლობაში ძალიან შემიტია. ხერხემალზეც გადადის, მაგრამ მითხრეს, რომ როცა მენჯ-ბარძაყზე გავიკეთებ ოპერაციას, ხერხემლის ტკივილიც მოიხსნება.
-    რისგან წარმოიშვა დაავადება?
-    პატარ-პატარა ტრავმებმა, მარილების დაგროვებამ და ხრტილის დისტროფიამ წარმოშვა. ხრტილმა დაკარგა დრეკადობა, გასკდა და დაწყლულდა.
-    ოპერაციას როდის იკეთებთ?
-    ოპერაცია ადრეც მჭირდებოდა, მაგრამ ამ თვეში ვიკეთებ. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ გამოთქვა სურვილი, ხარჯები ამინაზღაუროს (როგორც შევიტყვეთ, ოპერაცია 7000-8000 ლარი ჯდება – ი.ნ).
-    ჯანმრთელობას და ბედნიერებას გისურვებთ.
-    დიდი მადლობა.
დავით გოგია 70-იან წლებში თბილისის “დინამოს” ძირითადი მეკარე გახლდათ, 19 მატჩი ჩაუტარებია ევროტურნირებზე. მათ შორის, “ინტერთან”, “ნაპოლისთან”, “ტოტენჰემთან”, “კარდიფ სიტისთან” და ასე შემდეგ.
საბჭოთა კავშირის ჩემპიონი (1978), თასის მფლობელი (1976). საჩემპიონო წელს, 1978-ში გოგია საბჭოეთის ჩემპიონატის 33 საუკეთესო ფეხბურთელის სიაში მეკარეთა შორის პირველ ნომრად დაასახელეს.


ილია ნანობაშვილი

0.119411