ჭადრაკის სასახლეში დასრულდა პირველი ქართველი დიდოსტატის ბუხუტი გურგენიძის მემორიალი. 8 წლამდე ასაკის ნორჩ მოჭადრაკეებში საუკეთესო შედეგი აჩვენეს საბა ლომსაძემ და მარიამ თასოშვილმა. 10–წლიან ბიჭებში საუკეთე შედეგი ლუკა ობოლაძემ აჩვენა, ხოლო გოგონებში თანაბარი ქულების და მაჩვენებლების გამო პირველობა ანასტასია სიდამონიძესა და თამარ ლაგაზაურს მიეკუთვნა.
12–წლიანებში საუკეთესო შედეგი ლუკა შამუგიამ და მარიამ ჯანიაშვილმა დააფიქსირეს, 14 წლამდე მოჭადრაკეებში კი დალი ნანეიშვილმა და რევაზ ტეტუნაშვილმა იმარჯვეს.
მწვრთნელთა შორის საუკეთესო შედეგი (მოსწავლეთა დაკავებული ადგილების ჯამი) საქართველოს დამსახურებულმა მწვრთნელმა დავით გურგენიძემ აჩვენა, მეორე ადგილზე ასევე საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი ელგუჯა ფხაკაძე გავიდა, ხოლო მესამეზე – მზია წერეთელი.