ფეხბურთი

13:00 | 27.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

ცხადაძეს ჰეთ-თრიქი სიმბოლურით დაუფასეს

 

ბაქოს “ინტერის” თავდამსხმელი ბაჩანა ცხადაძე ინტერნეტგამოცემა azerifootball.com-ის ვერსიით, აზერბაიჯანის საფეხბურთო პრემიერლიგის მე-4 ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.

“ბაჩომ” კრიტიკოსებს ღირსეული პასუხი გასცა. გასულ სეზონში, “ინტერის” საუკეთესო ბომბარდირმა ისეთი გოლები გაიტანა, რომლებიც ნებისმიერი გემოვნების გულშემატკივარს დააკმაყოფილებდა – თავით, შორეული დარტყმით, საჯარიმოში დასწრებაზე. უცნაურია, რომ ცხადაძის საუცხოო თამაში ილჩო ნაუმოვსკის შეძენას დაემთხვა. აუცილებელია, რომ კონკურენტის სუნთქვა იგრძნო, რათა კარგი მატჩები ჩაატარო” – ასე შეაფასა azerifootball.com-მა ცხადაძის გარჯა.

მე-4 ტურში, “ინტერმა” სტუმრად “რევანს” 5:1 მოუგო და ცხადაძემ პირველი ტაიმის 30-ე წუთიდან 43-მემდე, მეტოქის კარი 3-ჯერ აიღო.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლსი 6 სექტემბერს საფრანგეთთან, ხოლო 10 სექტემბერს ფინეთთან ჩასატარებელი საშინაო მატჩებისთვის, ცხადაძე შეკრებაზე მიიწვია.  


0.115854