ფეხბურთი

16:11 | 8.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

ცხადაძე “ინტერთან” გაახანგრძლივებს

ბაქოს “ინტერის” მთავარი მწვრთნელი კახა ცხადაძე აზერბაიჯანულ საფეხბურთო კლუბთან კონტრაქტს კიდევ ერთი წელი გაახანგრძლივებს. ამის შესახებ “ინტერის” პრეზიდენტმა გიორგი ნიკოლოვმა ინტერნეტპორტალ futbol11.az-თან საუბარში განაცხადა.

“კახა ცხადაძის მუშაობით ძალიან კმაყოფილი ვარ. ამიტომ, 100 პროცენტით გადაწყვეტილია, რომ ის კვლავ ჩვენთან იმუშავებს. ცხადაძე ერთწლიან კონტრაქტს გააფორმებს” – იუწყება ნიკოლოვის სიტყვებს futbol11.az-ი.

ცხადაძეს “ინტერთან” კონტრაქტი მიმდინარე წლის ზაფხულში უმთავრდება.

0.115821