ლონდონის “არსენალის” თავდამსხმელი ოლივიე ჟირუ, ზაფხულში, შესაძლოა, საფრანგეთში დაბრუნდეს. ამის მიზეზი ისაა, რომ 27 წლის ფეხბურთელისგან სამშობლოში დაბრუნებას მისი მეუღლე, ჯენიფერ ჟირუ ითხოვს.
დაახლოებით ერთი თვის წინათ, “ლივერპულთან” 1:5 წაგებული თამაშის წინ, ჟირუმ ცოლს კლუბის ბაზაზე, მოდელ სელია კელისთან უღალატა. ფრანგმა შემტევმა ღალატის ფაქტი აღიარა და ბოდიშიც მოიხადა.
ინგლისურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჟირუს მეუღლე მზადაა ფეხბურთელს ღალატი აპატიოს, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ ოჯახი ზაფხულში საფრანგეთში დაბრუნდება.