ჭიდაობა

20:45 | 15.12.2012 | ნანახია [] - ჯერ

ჭიდაობის ფედერაცია ლუკა კურტანიძემ ჩაიბარა

საქართველოს ჭიდაობის ეროვნულ ფედერაციას, უახლოესი ოთხი წლის განმავლობაში ლუკა კურტანიძე გაუძღვება. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში ჩატარებულ საარჩევნო ყრილობაზე, რომელიც დაახლოებით ოთხსაათნახევარი გაგრძელდა, დღის წესრიგის უმთავრესი საკითხი საპრეზიდენტო არჩევნები იყო. ხმის უფლების მქონე 110 დელეგატიდან, არჩევანი 103-მა გააკეთა. მათგან 58-მა ხმა კურტანიძის კანდიდატურას მისცა, 45-მა კი მეორე კანდიდატს, თამაზ (გეგა) გეგეშიძეს.
ფედერაციის ვიცეპრეზიდენტები, თემურ ყაზარაშვილი, დიმიტრი გელაშვილი და ედიშერ მაჩაიძე, ასევე კენჭისყრის შედეგად გახდნენ. გენერალური მდივნის თანამდებობა კი გიორგი თავაძემ დაიკავა.

ოთარ მაღლაკელიძე

 

0.118513