სენსაციურად დაიწყო საქართველოს ვაჟ მოჭადრაკთა ჩემპიონატი. ტურნირში ყველაზე დაბალი რეიტინგის (2298) მქონე და ასაკით ყველაზე უმცროსმა ირაკლი ბერაძემ საქართველოს 2010 წლის ჩემპიონი მერაბ გაგუნაშვილი (2570) შავი ფერის ფიგურებით დაამარცხა.
ტურის ცენტრალურ პარტიაში გამარჯვება მოიპოვა ქართული ჭადრაკის ლიდერმა ბაადურ ჯობავამ (2721). მან თეთრებით კოკა შანავას (2589) აჯობა. გამარჯვება იზეიმა ზურაბ ჯავახაძემ (2418) ივერი ჭიღლაძესთან (2390) პარტიაში, დანარჩენი შეხვედრები კი ყაიმით დასრულდა.
საქართველოს ჩემპიონატი ვაჟ მოჭადრაკთა შორის. პირველი ტური
ბაადურ ჯობავა (2721) – კონსტანტინე შანავა (2589) 1:0
მერაბ გაგუნაშვილი (2570) – ირაკლი ბერაძე (2298) 0:1
ლევან ფანცულაია (2581) – დავით ლომსაძე (2345) 0.5:0.5
გიგა ყუფარაძე (2471) – დავიდ არუთინიანი (2561) 0.5:0.5
ლუკა პაიჭაძე (2480) – დავით ზარქუა (2446) 0.5:0.5
ზურაბ ჯავახაძე (2418) – ივერი ჭიღლაძე (2390) 1:0