ლონდონის “ჩელსის” 4 ფეხბურთელს კონტრაქტები ამოეწურათ და “სტემფორდ ბრიჯი” დატოვეს. “არისტოკრატთა” ოფიციალური საიტის ცნობით, კლუბს მეკარე როს ტერნბული, მცველი პაულუ ფერეირა, ნახევარმცველი იოსი ბენაიუნი და გარემარბი ფლორან მალუდა დაემშვიდობნენ.
ამ ფეხბურთელების აბარგება რამდენიმე თვის წინათვე იყო გადაწყვეტილი, რადგან ლონდონელები მათთვის ახალი კონტრაქტების შეთავაზებას არ გეგმავდნენ. შესაბამისად, ტერნბული, ფერეირა, მალუდა და ბენაიუნი ახალი კლუბების ძიებაში არიან და, სავარაუდოდ, უახლოეს პერიოდში შეიცვლიან გუნდებს.