ფეხბურთი

16:44 | 3.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

ჭანტურია “სასუოლოსაც” სურს

 

არნემის “ვიტესის” ქართველი შემტევი გიორგი ჭანტურია იტალიის “სასუოლოსაც” სურს. ამის შესახებ აპენინური Tuttomercato წერს. “სასუოლომ” დამაჯერებლად მოიგო სერია B და ისტორიაში პირველად გადავიდა უძლიერესთა ლიგაში. გუნდს “რომასა” და იტალიის ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი ეუსებიო დი ფრანჩესკო წვრთნის.

როგორც იცით, ჭანტურიას მიმართ ინტერესს “ჯენოა” და “პარმაც” იჩენენ. გიორგი ჯერ ისევ “ვიტესშია” და “მსოფლიო სპორტმა” გუშინ დაწერა, რომ ჰოლანდიური გუნდის თავკაც პეტერ ბოშს ქართველი მოსწონს და მისი გაშვება არ სურს. ამ ეტაპზე უფრო სავარაუდო “ვიტესში” დარჩენაა, თუმცა იტალიის სერია A-ს კლუბებს ჭანტურიას შეძენა რომ სურთ, სასიამოვნო ამბავია.


0.119491