ჭადრაკი

21:03 | 3.04.2012 | ნანახია [] - ჯერ

ჭადრაკის სასახლე 14-წლამდელთა საქართველოს ჩემპიონატს მასპინძლობს

დღეს დაიწყო და 12 აპრილამდე გაგრძელდება საქართველოს ჩემპიონატი 14-წლამდე ასაკის მოჭადრაკე ვაჟებსა და გოგონებს შორის, რომელსაც ვერის ბაღში მდებარე თბილისის ჭადრაკის სასახლე უმასპინძლებს.
ტურნირი ფიდე-ს წესებით, შვეიცარული სისტემით, 9 ტურად ჩატრადება. დაითვლება ფიდე-ს რეიტინგი.
ტურნირიში 1998 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებული საქრთველოს ჭადრაკის ფედერაციის წევრი ჭაბუკები და გოგონები დაიშვებიან.
ორი, ან რამდენიმე მოჭადრაკის მიერ თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, 1-2 ადგილები პროგრესით (თავისი რეგრესით) გადანაწილედება. თუ პროგრესიც თანაბარი იქნება, მაშინ გამარჯვებულს სწრაფი ჭადრაკის პარტიები გამოავლენს.
1-3 ადგილებზე გასული მოჭადრაკეები მედლებითა და დიპლომებით დაჯილდოვდებიან. ჩემპიონი და ვიცე-ჩემპიონი, შესაბამისად 14-წლამდე ასაკის მოჭადრაკეთა მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატების საგზურებს მიიღებს. ჩემპიონს ეძლევა საგზურის არჩევის უფლება. 1-10 ადგილზე გასულ მოჭადრაკეებს უფლება ეძლევათ საკუთარი ხარჯებით მიიღონ მონაწილეობა ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებში. ათეულის მიღმა დარჩენილებმა კი, საქართველოს ჭადრაკის ფედერაციას 100 ევროს ექვივალენტი ლარი უნდა გადაუხადონ.
 

 

როლანდ ლაბუჩიძე
 

0.115221