საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია ღრმა მწუხარებას გამოხატავს 80-იანი წლების მსოფლიოს ერთ-ერთი უძლიერესი დიდოსტატის ელენა ახმილოვსკაიას გარდაცვალების გამო და თანაუგრძობს მის ოჯახს.
წლების განმავლობაში ახმილოვსკაია თბილისში ცხოვრობდა და საქართველოს ღირსებას იცავდა. ახმილოვსკაია საჭადრაკო ოლიმპიადების ორგზის (1978, 1986) გამარჯვებული გახლდათ, ხოლო 1986 წელს მსოფლიო ჩემპიონის ტიტულისათვის მატჩიც ითამაშა.
სიცოცხლის ბოლო წლებში ამერიკის ქალაქ სიეტლში საჭადრაკო-საგანმანათლებლო საქმიანობით იყო დაკავებული.