დღეს, ბულგარეთის ქალაქ სამოკოვში სტარტს აიღებს ევროპის ჩემპიონატი ჭაბუკ მოჭიდავეთა შორის. პირველები ხალიჩაზე თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა 42, 50, 58, 69, 85 კგ. კატეგორიების წარმომადგენლები გავლენ.
7 მაისს საქმეში 46, 54, 63, 76 და 100 კგ-ის წარმომადგენლებს ვიხილავთ, 8-9 მაისს ხალიჩა გოგონებს დაეთმობათ, 10-11 მაისს კი ევროპის პირველობას ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები დახურავენ.
ტურნირის პირველ დღეს ტურნირში 5 ქართველი მოჭიდავე ჩაებმება. გიორგი ხაჩიძე (42 კგ.) ასპარეზობას პირდაპირ მეოთხედფინალიდან დაიწყებს, სადაც გერმანელ იოჰან ვოეგელეს გაეჯიბრება.
მერვედფინალში
ყველაზე ადრე – 1/16-ფინალიდან ბრძოლას მოგელი მეზვრიშვილი (85 კგ.) იწყებს. მისი მოწინააღმდეგე სომეხი მხითარიანი გახლავთ.
ბულგარეთში წინასწარი ეტაპის შეხვედრები თბილისის დროით 11.00-დან 16.00 საათამდე გახლავთ დაგეგმილი, ხოლო ფინალური ბლოკი 20.00-დან 22.00 საათამდე შედგება.