ფეხბურთი

0:55 | 1.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

ბუნდესლიგაში ზედა სამეული უდანაკარგოა

გერმანიის ბუნდესლიგის მე–14 ტურში, მიუნხენის „ბაიერნმა“ „ბრაუნშვაიგს“ უმასპინძლა და როგორც მოსალოდნელი იყო, 3 ქულაც იოლად მოიპოვა. გათამაშების ლიდერი ბოლოადგილოსანთან მატჩში მე–2 წუთზევე დაწინაურდა – ტონი კროოსის ბრწყინვალე გადაცემის შემდეგ, ბურთი არიენ რობენმა მოხდენილად დაიმორჩილა და სტუმართა კარში მიუჩინა ადგილი.

რამდენიმე წუთში, მიუნხენელთა ჰოლანდიელმა ლეგიონერმა თავისი საფირმო მარცხენა კიდევ ერთხელ გამოიყენა და დუბლი გაიფორმა – 2:0. ამის შემდეგ ანგარიში აღარ შეცვლილა – პეპ გვარდიოლას გუნდმა მატჩი გამარჯვებამდე მშვიდად მიიყვანა.

რთული მატჩი ჰქონდა „დორტმუნდს“, რომელმაც მაინციდან 3 ქულის წაღება მაინც მოახერხა. უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ, სტუმართა ფორვარდმა პიერ–ემერიკ ობამეიანმა საჯარიმო დარტყმა უზადოდ შეასრულა და იურგენ კლოპის გუნდი წინ გაიყვანა. დორტმუნდელთა სიხარულმა დიდ ხანს არ გასტანა – ერიკ ჩუპო–მოტინგმა პენალტით იხეირა და წონასწორობა აღადგინა.

„პენალტების სერია“ ამით არ დასრულებულა – მატჩის დასრულებამდე, რობერტ ლევანდოვსკიმ თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან 2–ჯერ დალაშქრა მასპინძელთა კარი და „დორტმუნდს“ გამარჯვება მოუტანა.

„ლევერკუზენმა“ „ბაი არენაზე“ „ნიურნბერგი“ მიიღო და შინ უქულოდ გაუშვა. სამი ჰიპიას გაწვრთნილებმა სტურმებს 3 უპასუხო ბურთი გაუტანეს და დამსახურებული 3 ქულაც აიღეს. ყველაზე უხვგოლიანი მატჩი ზინსჰაიმში შედგა – „ჰოფენჰაიმმა“ და „ვერდერმა“ ერთმანეთს 4–4 გოლი გაუტანეს და ქულები გაიყვეს. ფრედ დასრულდა „ჰერტასა“ და „აუგსბურგის“ მატჩიც, მაგრამ ამ შეხვედრაში გოლი არ გასულა – 0:0.

დღე „შალკესა“ და „შტუტგარტის“ მატჩით დასრულდა. გელზენკირხენელებს, რომლებმაც ორიოდ დღის წინ ევროპის ლიგაზე ითამაშეს, მეტოქის დამარცხება არ გასჭირვებიათ. „ლევერკუზენის“ მსგავსად, „შალკემაც“ მეტოქეს 3 უპასუხო გოლი აკმარა – 3:0.

 

მიუნხენი. „ალიანს არენა“. 71000

ბაიერნი – ბრაუნშვაიგი 2:0 (2:0)

ბაიერნი: ნოიერი, რაფინია, ვან ბუიტენი, დანტე, ხავი მარტინესი, ალაბა, რობენი, კროოსი, ტიაგო, გიოტცე, მიულერი (მანჯუკიჩი 57).

მწვრთნელი: პეპ გვარდიოლა

ბრაუნშვაიგი: დაფარი, დოღანი, ბიჩაკჩიჩი, კალიჯური (ერლი 79), ტოიერკაუფი, კრატცი, ბოლანდი, ელაბდელაუი, ბელარაბი, კუმბელა, ჯექსონი (ერლი 59).

მწვრთნელი: ტორსტენ ლიბერკნეხტი

გოლი: 1:0 რობენი (2), 2:0 რობენი

კარში დარტყმა: 18 (10) – 8 (3) ჯარიმა: 9 - 17 კუთხური: 6 - 3 თამაშგარე: 2 - 0 ბურთის ფლობა: 72% - 28% სეივი: 3 – 8

 

ზინსჰაიმი. „რაინ ნეკარ არენა“. 25608

ჰოფენჰაიმი – ვერდერი 4:4 (2:2)  

ჰოფენჰაიმი: კასტელსი, ბეკი, აბრაჰამი, ზიულე, პოლანსკი, სალიჰოვიჩი, რუდი (შტრობლი 65), ფირმინო, შიპლოკი (მოდესტი 72), ჰერდლინგი, ფოლანდი (ჯონსონი 87).

მწვრთნელი: მარკუს გისდოლი

ვერდერი: ვოლფი, ლუკიმია–მულონგოტი, სელასი, კალდიროლა, გარსია, ფრიცი, მაკიადი, ჰანტი, ელია (პეტერსენი 46), ეკიჩი (ბარგფრედე 70), დი სანტო.

მწვრთნელი: რობინ დუტი

გოლი: 1:0 სალიჰოვიჩი (12), 2:0 სალიჰოვიჩი (18), 2:1 ჰანტი (45), 2:2 ელია (45), 3:2 ფოლანდი (49), 4:2 ჰერდლინგი (53), 4:3 პეტერსენი (59), ბარგფრედე (90)

გაფრთხილება: შიპლოკი (44), სალიჰოვიჩი (77) – ელია (14), ფრიცი (20), მაკიადი (31), პეტერსენი (60), ეკიჩი (62)

კარში დარტყმა: 18 (8) – 13 (9) ჯარიმა: 26 - 25 კუთხური: 3 - 9 თამაშგარე: 7 - 6 ბურთის ფლობა: 56% - 44% სეივი: 6 – 8

 

ბერლინი. „ოლიმპიაშტადიონი“. 38667

ჰერტა – აუგსბურგი 0:0

ჰერტა: კრაფტი, ლანგკამპი (ნიმაიერი 20), პეკარიკი, ვან დენ ბერგი, ნჟენგი, ჰოსოგაი, ბენ–ჰატირა (შულცი 78), შელბრედი (მუკხტარი 68), ლუსტენბერგერი, ჯიგერჯი, რამოსი.

მწვრთნელი: იოს ლუჰუკაი

აუგსბურგი: ჰიცი, კალსენ–ბრაკერი, ვერჰაგი, კლავანი, ფილპი (მორავეკი 46), ოსტრცოლეკი, ვერნერი (დე იონგი 84), ბაიერი, ფოგტი, ალტინტოპი, მილიკი (ბობადილია 60).

მწვრთნელი: მარკუს ვაინარცლი

გაფრთხილება: ჯიგერჯი (30) – კალსენ–ბრაკერი (74)

კარში დარტყმა: 9 (6) – 2 (0) ჯარიმა: 16 - 22 კუთხური: 6 - 3 თამაშგარე: 3 - 3 ბურთის ფლობა: 58% - 42% სეივი: 0 – 6

 

ლევერკუზენი. „ბაი არენა“. 28000

ლევერკუზენი – ნიურნბერგი 3:0 (1:0)

ლევერკუზენი: ლენო, სპაჰიჩი, ვოლშაიდი, დონატი, კასტრო (სტაფილიდისი 83), როლფესი, ბენდერი (რაინარცი 72), ჰეგელერი, კანი, კისლინგი, ჰიუნ–მინი (კრუზი 78).

მწვრთნელი: სამი ჰიპია

ნიურნბერგი: შეფერი, პოგატეცი, ნილსონი, ჩენდლერი, პლატენჰარდტი, ფოილნერი, ჰასებე, გლოუშეკი (ეშვაინი 74), კიოტაკე (პეკჰარტი 68), ფრანცი, დრმიჩი (გინჩეკი 46).

მწვრთნელი: გერტიან ვერბეკი

გოლი: 1:0 ჰიუნ–მინი (36), 2:0 კისლინგი (47), ჰიუნ–მინი (77)

გაფრთხილება: კასტრო (66) – ფრანცი (34), პოგატეცი (51), გლოუშეკი (65)

კარში დარტყმა: 17 (10) – 16 (4) ჯარიმა: 19 - 14 კუთხური: 4 - 5 თამაშგარე: 1 - 0 ბურთის ფლობა: 52% - 48% სეივი: 4 – 7

 

მაინცი. „კოფას არენა“. 34000

მაინცი – დორტმუნდი 1:3 (0:0)

მაინცი: კარიუსი, ნოვესკი, პოსპეხი, ჩჟუ–ჰუ, ბელი, სოტო, ზიმლინგი (მალი 63), მიულერი (ჩუპო–მოტინგი 46), გეისი, ოკაზაკი, პოლტერი (სალერი 89).

მწვრთნელი: ტომას ტუხელი

დორტმუნდი: ვაიდენფელერი, ფრიდრიხი, პიშჩეკი, პაპასტატოპულოსი, დურმი, ბლაშჩიკოვსკი (კელი 46), ბენდერი (შაჰინი 32), გროსკროიცი, როისი (მხითარიანი 46), ობამეიანგი, ლევანდოვსკი.

მწვრთნელი: იურგენ კლოპი

გოლი: 0:1 ობამეიანგი (70), 1:1 ჩუპო–მოტინგი (74), 1:2 ლევანდოვსკი (78), 1:3 ლევანდოვსკი (90)

გაფრთხილება: ბელი (59)

გაძევება: სოტო (78)

კარში დარტყმა: 12 (5) – 16 (10) ჯარიმა: 12 - 16 კუთხური: 4 - 3 თამაშგარე: 4 - 3 ბურთის ფლობა: 46% - 54% სეივი: 7 – 4

 

გელზენკირხენი. „ფელტინს არენა“. 62000

შალკე – შტუტგარტი 3:0 (1:0)

შალკე: ფერმანი, უჩიდა, ფუკსი (კოლაზინაკი 85), ჰიოვედესი, მატიპი, ჯონსი, ბოატენგი, ფარფანი (ჰოგლანდი 83), ნოიშტედტერი, დრაქსლერი, სალაი (მეიერი 76).

მწვრთნელი: იენს კელერი

შტუტგარტი: ულრაიხი, შვაბი, ნიდერმაიერი, რაუში, რიუდიგერი, გენტნერი, იორგენსენი (სარარერი 63), ტრაორე (ჰარნიკი 77), მაქსიმი (ლაიტნერი 63), იბიშევიჩი, ვერნერი.

მწვრთნელი: ტომას შნაიდერი

გოლი: 1:0 ფარფანი (34), 2:0 ფარფანი (47პ.), 3:0 ჯონსი (79)

გაფრთხილება: მატიპი (2), ბოატენგი (70)

კარში დარტყმა: 12 (8) – 9 (5) ჯარიმა: 17 - 16 კუთხური: 5 - 2 თამაშგარე: 6 - 4 ბურთის ფლობა: 44% - 56% სეივი: 5 – 5

0.172795